საქართველო: შრომის საკანონმდებლო რეფორმა

მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია ქვეყნის შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის განხილვა, განაცხადა Human Rights Watch-მა. საკანონმდებლო ცვლილებები, მათი მიღების შემთხვევაში, ბევრად უკეთ დაიცავს დასაქმებულებს და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

News